საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სახელწოდებით „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრების წახალისებას საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მათი, როგორც ანალიტიკური, კვლევითი და წერითი უნარების განვითარებას პოლიტიკური მიმართულებით, ასევე პარტნიორული ქსელის გაფართოებას.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია ორი ვაკანტური ადგილი სტიპენდიის მისაღებად ახალგაზრდა მკვლევრებისთვის თითოეული ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – საერთო ჯამში, ექვსი სტიპენდიატი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან.
თითოეული შერჩეული მკვლევარი მიიღებს ჰონორარს 1150 ლარის ოდენობით პროექტის განმავლობაში.


