აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრანტებმა, ნინო ზედგინიძემ და გვანცა ჩივაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში მაღალი ქულებით გაიმარჯვეს!
კონკურსის მიზანია მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტის კონკურსის გამარჯვებული ნინო ზედგინიძე EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის III სემესტრის სტუდენტია
- პროექტის სახელწოდება: ,,შეფასებასთან დაკავშირებული შფოთვა, როგორც სტუდენტური ადაპტაციის სირთულე: ემპირიული კვლევა პირველკურსელთა შორის სტრუქტურული განტოლების საშუალებით”
- სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. დავით სიხარულიძე (EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი)
- კონსულტანტი – ასოცირებული პროფ. ქეთევან აფთარაშვილი (EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტის კონკურსის გამარჯვებული გვანცა ჩივაძე EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის III სემესტრის სტუდენტია.
- პროექტის სახელწოდება: ,,აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტში: გაფართოებული Biggs-ის სამპროცესიანი მოდელის ემპირიული კვლევა სტრუქტურული განტოლებების მიდგომით”
- სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. დავით სიხარულიძე (EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი)
- კონსულტანტი – ასოცირებული პროფ. ქეთევან აფთარაშვილი (EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს პროექტების განხორციელებაში!


