2020 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ,,სამართლის მეცნიერთა კავშირი’’ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,სამართლის მაცნე’’ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და პროკურორებს, ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე: ,,თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე)“.
ონლაინ სამეცნიერო დისკუსიას წაუძღვება გუსტავო ბალმასედა ჰოიოს, სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამეცნიერო წრეებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები საქართველოდან და ჩილედან.
ონლაინ სამეცნიერო დისკუსიის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება ესპანურ-ქართული თარგმანი.
შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.
ონლაინ შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით, დისკუსიაზე დასასწრებად ეწვით ბმულს:
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://lscientists.com/giwvevt-onlain-samecniero-diskusiaze-tanamonawileobis-sakvandzo-aspeqtebi-saqartvelosa-da-latinuri-amerikis-qveynebis-siskhlis-samartalshi-chiles-magalitze/