ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების თანახმად 2022 წლის 5 აგვისტოს გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება.
საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებად არჩეულ იქნა: კრიტიკა სონი და პრატამ პურბია.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს კრიტიკა სონს და პრატამ პურბიას ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში. გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.