flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ინჟინერიისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა  ფაკულტეტებზე შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

პროფესორი

  • 1 ვაკანსია – მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება (სპეციალიზაცია: მენეჯმენტი და ადმინისტრირება).

ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორი

  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – ნეიროქირურგია – 1 ვაკანსია;
  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – ონკო-ქირურგია – 1 ვაკანსია.

ასოცირებული პროფესორი 

  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – მეან-გინეკოლოგია – 1 ვაკანსია;
  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა –ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია – 2 ვაკანსია;
  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – თორაკალური ქირურგია – 1 ვაკანსია.

ასისტენტ-პროფესორი

  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – ნევროლოგია;
  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – პალიატიური მედიცინა;
  • ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა, სპეციალობა – ოფთალმოლოგია.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უნივერსიტეტში პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 7 (შვიდი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ) საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 9 (ცხრა) წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუსი/სილაბუსები:

ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები, გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აქტუალურია შესაბამისი დარგისათვის;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კავშირშია შესაბამის დარგთან;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ადეკვატურია საკონკურსო თანამდებობასთან.

ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

  • უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 7 (შვიდი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 (ხუთი) წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დაატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

სილაბუსი/სილაბუსები:

ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები, გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აქტუალურია შესაბამისი დარგისათვის;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კავშირშია შესაბამის დარგთან;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში:

ფასდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ადეკვატურია საკონკურსო თანამდებობასთან.

ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

  • უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 3 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუსი/სილაბუსები:

ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ე)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა-რეზიუმე (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოური დიპლომის არსებობის შემთხვევაში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი);
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  2. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების და გრანტების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურენოვანი მიმართულების კონკურსანტებისთვის);

ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;

ან

ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

ან

გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

ან

დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ან

ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

  1. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  2. პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 9 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა-რეზიუმე (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოური დიპლომის არსებობის შემთხვევაში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი);
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით).
  2. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  3. ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 3 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);
  4. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურენოვანი მიმართულების კონკურსანტებისთვის);

ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;

ან

ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

ან

გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

ან

დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ან

ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა  განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 28 ოქტომბერიდან 2024 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0159 თბილისი, ი. ენუქიძის ქ. №6 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 5 ნოემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 19 ნოემბერი.

ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (აშშ საელჩოს მიმდებარედ)
+995 32 248 01 41
hr@eeu.edu.ge

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია
დოქტორანტურაში მისაღები დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების განრიგი!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University