ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავურ-ევრაზიული კვლევითი ცენტრი (SRC) აცხადებს 2023-2024 წლების SRC-ის უცხოელ ვიზიტორთა სასტიპენდიო პროგრამის 45–ე რაუნდს.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უცხოელ მკვლევარ–სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან 2023–2024 სასწავლო წლის განმავლობაში SRC–ში კვლევითი პროექტების ჩატარებით და სლავურ–ევრაზიულ ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობით.
აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ დასაქმების პერიოდი SRC-ში 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 22 მარტამდე. შერჩევის პროცესის შემდეგ SRC იტოვებს უფლებას შეცვალოს ცენტრში მუშაობის ვადები ნომინირებული აპლიკანტებისათვის.