2022 წლის 10 მარტს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. გიორგი თავაძემ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ონლაინ-ფორმატში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „აქტიურობისა და კრიტიკული აზროვნების საჭიროება: სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პასუხისმგებლობები“ (ინგლისურ ენაზე). ღონისძიების ორგანიზატორი იყო პროფ. ანატოლი ოლექსიენკო (შედარებითი განათლების კვლევების ცენტრი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი).
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.