2018 წლის 3–6 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებდა ICEF ბერლინის ვორკშოპში.
ICEF ბერლინის ვორკშოპი არის მსოფლიოში სიდიდით მეორე და ევროპაში ყველაზე დიდი ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები, განათლების პროვაიდერები და სტუდენტების მომზიდველი კომპანიები მთელი მსოფლიოდან. ღონისძებიება საშუალებას იძლევა, გააცნო მსოფლიოს შენი დაწესებულება და საგანმანათლებლო პროგრამები, დაამყარო ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან და მოიზიდო უცოხელი სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
2018 წელს გამართულ ICEF ბერლინის ვორკშოპზე 2800-ზე მეტი მონაწილე იყო, აქედან 1800 ორგანიზაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან. პროგრამა “Study in Georgia”-ს ფარგლებში ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 57 სემინარი, ექსპერტთა პანელენი და პრეზენტაციები. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომაგენლებმა 40-მდე წინასწარ ორგანიზებული ბიზნეს შეხვედრა გამართეს სტუდენტთა რეკრუტირების სააგენტოებთან, ასევე სხვა დაწესებულებებთან თუ მომწოდებლებთან მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრები 25–წუთიანი იყო და მოიცავდა ორმხრივი ინტერესების გაზიარებას.
ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილმა შეხვედრებმა კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, რომ გაეფართოვებინა საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი.