2018 წლის 16 მაისს HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპონსორობით სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ ჩატარდა III საერთაშორისო HR კონფერენცია: „ტექნოლოგიების ერა და ეიჩარი“
კონფერენციის მიზანი იყო ,,VUCA“ (ცვალებად, გაურკვეველ, რთულ, ბუნდოვან) სამყაროში, ადამიანური რესრუსების მართვის რთული ამოცანების ეფექტური და ეფექტიანი გადაჭრისათვის, უახლესი პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინოვაციების, ახალი HR ინსტურმენების, რესურსების გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 წარმომადგენელი; სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და წარმატებული კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების დირექტორები, სპეციალისტები.