
EEU ღია კარის დღეების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმარეთება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს.
ღონისძიების 1-ელი ეტაპი დაეთმობა სამიზნე ჯგუფის წევრების მომზადებას იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულობისთვის.
თემატიკა:
- სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი პრინციპები;
- მოსამართლისა და მხარეების (ბრალდების მხარე და დაცვის მხარე) ფუნქციები;
- პროცესის წარმართვის წესი და მტკიცებულებების გამოკვლევის პროცედურა;
- მენტორებთან და გუნდთან ერთად როლების განაწილება და საქმის მასალებზე მუშაობა.
სკოლის მოსწავლეებს იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულობისთვის მენტორობას გაუწევენ:
- მამუკა მახარაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტი (EEU), ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორი;
- თემურ ცინდელიანი – საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტი, ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებების დარგში.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდება იმიტირებული სასამართლო პროცესის ინსცენირება.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს გაუძღვება მოსამართლე, EEU-ს ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე იაშვილი.
სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 03 და 10 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი: პირისპირ, იმიტირებული სასამართლო დარბაზი (EEU)
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.