ღია კარის დღე 2025-ის ფარგლებში, სამართლის მიმართულებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი საინტერესო და ინტერაქციული აქტივობა: ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი“.
სასამართლო პროცესი EEU-ს იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზში გაიმართა.
ღონისძიება შედგებოდა ორი ეტაპისგან:
- 1-ელ ეტაპზე სამიზნე ჯგუფის წევრები მოემზადნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულობისთვის.
სკოლის მოსწავლეებს იმიტირებულ სასამართლო პროცესისთვის მომზადებაში მენტორობა გაუწიეს:
- მამუკა მახარაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტი (EEU), ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორი;
- თემურ ცინდელიანი – საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტი, ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებების დარგში.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, 10 მაისს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა იმიტირებული სასამართლო პროცესის ინსცენირება.
- იმიტირებულ სასამართლო პროცესს გაუძღვა მოსამართლე, EEU-ს ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე იაშვილი.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.