
ტრენერი: ლევან დარბაიძე, მოსამართლე, EEU-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი.
ღონისძიების 1-ელი ეტაპი დაეთმობა სამიზნე ჯგუფის წევრების მომზადებას იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულობისთვის.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები
- სასამართლო უნარ-ჩვევების ძირითად პრინციპები;
- შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ტექნიკები;
- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგიები.
ღონისძიების მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდება იმიტირებული სასამართლო პროცესის ინსცენირება.
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 17 ივნისი, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
მსმენელთათვის გაიცემა სერტიფიკატი!