2022 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანია საერთაშორისო სტუდენტების ინფორმირება სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების წესების, პროცედურების, საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებული პრაქტიკის შესახებ.
შეხვედრას წარუძღვებიან საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში ვიცე-რექტორი, თეა იმედაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ანი კოსტავა.
შეხვედრა ჩატარდება უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, საკონფერენციო დარბაზში. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
სამუშაო ენა: ინგლისური
საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი;
ფორმატი: ჰიბრიდული;
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული: bit.ly/3hOxeUU (Meeting ID: 659 995 6343, Passcode: L3kfuG)


