კონფერენციას დაესწრებიან ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები. ასევე, დაგეგმილია სამხრეთ კავკასიის (აზერბაიჯანი და სომხეთი) უნივერსიტეტების სტუდენტების მოწვევაც.
სტუდენტური კონფერენციის ძირითადი თემები დაეთმობა ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლისა და ტექნოლოგიების საკითხებს.
სტუდენტური ნაშრომები მიეძღვნება განათლებაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
კონფერენციის მთავარი მიზანი იქნება, დაანახოს დამსწრეებს, რომ განათლებაში ინოვაციური მიდგომები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინოვატორებისა და შემოქმედებითი მოაზროვნეების განვითარებისათვის.
კონფერენციის თარიღი: 25 სექტემბერი, 2019
დაინტერესების შემთხვევაში, კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი ნაშრომის მოკლე ანოტაცია არაუგვიანეს 16 სექტემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.tusiashvili@eeu.edu.ge