ვლადიმერ ლიპარტელიანი
მკვლევარი
ელ.ფოსტა: v.liparteliani@eeu.edu.ge
https://orcid.org/0000-0001-5501-6745
ვლადიმერ ლიპარტელიანმა 2013 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, ჟურნალისტიკის მიმართულება). ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში მან გაიმარჯვა AIESEC Georgia-ს სტუდენტურ კონკურსში და 2011 წლის თებერვლიდან ივნისამდე იმყოფებოდა AIESEC-ის სტუდენტურ ბანაკში (სოფია, ბულგარეთი), სადაც გაიარა ტრენინგების კურსი ლიდერობაში.
2015 წელს მან მოიპოვა Erasmus Mundus-ის სტიპენდია და სწავლა განაგრძო ადამ მიცკევიჩის სახ. უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი), რომელიც 2017 წელს დაასრულა (მინიჭებული კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი). სამაგისტრო თემის სათაური: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა რეგიონალური პოლიტიკისთვის“ (ხელმძღვანელი: პროფ. რადოსლავ ფიდლერი).
2020 წელს ვლადიმერ ლიპარტელიანმა მოიპოვა დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სადოქტორო სტიპენდია და ჩაირიცხა თანამედროვე ენებისა და კულტურის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. ამჟამად იგი მუშაობს თავის სადოქტორო თემაზე: „რუსეთისა და დასავლეთის რბილი ძალის ზეგავლენა ქართული ერის კონსტრუირების პროცესში“ (ხელმძღვანელი: პროფ. ენდი ბაიფორდი).
სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები: პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორია, ნაციონალიზმის კვლევები, პოსტკოლონიური კვლევები, რეგიონალური პოლიტიკა.
მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
რუსეთისა და დასავლეთის რბილი ძალის ზეგავლენა ქართული ერის კონსტრუირების პროცესში
გლობალიზაცია და საქართველო: გამოწვევები და პერსპექტივები
პუბლიკაციები:
“Multicultural Inevitability: Case of Georgia”, International Journal of World Policy and Development Studies, (5:11), გვ. 106-112. https://www.arpgweb.com/pdf-files/ijwpds5(11)106.112.pdf
“Russia’s Use of the Orthodox Church as a Tool of Influence”, Journal of Political Sciences & Public Affairs (7:4), 2019, https://www.longdom.org/open-access/russias-use-of-the-orthodox-church-as-a-tool-of-influence.pdf
“Unseen Contributor to the Tensions in Georgia”, International Journal of World Policy and Development Studies, (5:10) 2019, გვ. 100-105, https://arpgweb.com/pdf-files/ijwpds5(10)100-105.pdf
“Human Rights and How They are Applied in Post-Soviet Societies”, Journal of Political Sciences & Public Affairs, (5:4), 2017, DOI: 10.4172/2332-0761.1000300. https://www.longdom.org/open-access/human-rights-and-how-they-are-applied-in-postsoviet-societies-2332-0761-1000300.pdf