სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის –https://vacancy.hr.gov.ge/– ის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – userhr@gov.ge


