ირინე წულაძე (ასისტენტ-პროფესორი)
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
მიმართულება: არქიტექტურა
ირინე წულაძეს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად მუშაობს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში’’. სხვადასხვა წლებში იყო არქიტექტურული კომპანია “სახაზავის’’ და სამშენებლო კომპანია „მაკოტო პროექტის’’ არქიტექტორი.
ირინე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმძღვანელოს „ახალი მოდერნიზმი და რეგიონალიზმი“ თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებში არქიტექტურის მიმართულებით. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული მომზადების ტრენინგ-კურსი. 2005 წელს მიიღო ჟურნალისტების პრემია კონკურსში „ქართული სახლი“, 2007 წელს საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის ნომინაცია ნამუშევრისათვის „რესტავრაცია“.