ირმა წერეთელი (ასოცირებული პროფესორი)
ფილოსოფიის დოქტორი;
მიმართულება: ფილოსოფია;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი.
ირმა წერეთელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კომისიის წევრი, გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორა“ (GIZ/CIM) კოორდინატორი, გერმანიის ყოფილ სტიპენდიანტთა კავშირის (GVED) თავმჯდომარე. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება, გასულ წლებში იკავებდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკარიერო ცენტრის უფროსი კონსულტანტის თანამდებობას, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტების კოორდინაციის სამმართველოს და პროგრამების სამმართველო მთავარი სპეციალისტის პოზიციას. სხვადასხვა წლებში იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანიის ქ.ბონის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის კათედრისა და ქ.ბოხუმის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის საზღვრითი საკითხების კათედრის მკვლევარი მეცნიერი.
ირმა წერეთელი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, პუბლიკაციისა და თარგმნის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. ის აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ასევე ჩართულია პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვადასხვა პროექტებში.