flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2026) ,,ციფრული და ხელოვნური ინტელექტის მენეჯმენტი-სამეცნიერო კვლევა და მისი პრაქტიკაში დანერგვა“

მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, შვეიცარიაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და მისი საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით გაიმართა მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2026) „ციფრული და ხელოვნური ინტელექტის მენეჯმენტი – სამეცნიერო კვლევა და მისი პრაქტიკაში დანერგვა“.

ISPC 2026-ის ორგანიზატორები იყვნენ:

  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) – საქართველო;
  • გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტი (IU) – გერმანია;
  • ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი (ECI) – გერმანია;
  • ადელფის უნივერსიტეტი (AU) – აშშ;
  • ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი (FHNW) – შვეიცარია.

კონფერენციას ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა კონფერენციის ხელმძღვანელმა, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რიჩარდ გაიბელმა.

ჰიბრიდულ ფორმატში გამართულმა კონფერენციამ 10 თემატური სესია გააერთიანა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების 100-მა წარმომადგენელმა, მათ შორის მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, წარმოადგინეს კვლევები ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და პრაქტიკული შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები საუკეთესო მოხსენებისა და ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციებში.

საუკეთესო ნაშრომის ჯილდო (Best Paper Award) მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, თამთა ლეკიშვილის სამეცნიერო ნაშრომმა: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნარჩენების მართვის სტრატეგიული ჩარჩოები ჭკვიანი ქალაქის კონტექსტში: თბილისის მაგალითი“ (Strategic Waste Management Frameworks using AI in Smart City Context: A Case Study of Tbilisi). თამთა ლეკიშვილი სამეცნიერო ხარისხისა და ღირებული კვლევითი წვლილისთვის დაჯილდოვდა თემატურ სესიაში „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჭკვიანი ქალაქები და ფინანსური ინტელექტი“.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა,  თათია ღერკენაშვილმა, რომელიც თემატური სესიის – „ციფრული განათლება, უნარები და ინტერნაციონალიზაცია“ – მოდერატორი იყო. სამეცნიერო დისკუსიების წარმართვისა და მკვლევრებს შორის პროფესიული დიალოგის ხელშეწყობისთვის მას კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით სპეციალური მადლობის სერტიფიკატი (Certificate of Appreciation) გადაეცა.

უნივერსიტეტის წარმომადგენელთა კვლევითი მიღწევები და საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს EEU-ს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის განვითარებისადმი ერთგულებას.

კონფერენციაზე წარმოდგენილი 100 სამეცნიერო ნაშრომიდან სამეცნიერო კომიტეტმა გამოსაქვეყნებლად 62 ნაშრომი შეარჩია, რომელთა გამოცემაც 2027 წლის ბოლოს, Scopus-ში ინდექსირებულ Springer Proceedings-ში იგეგმება.

კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტები საქართველოდან:
კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტები საქართველოდან:
  1. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო;
  2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, საქართველო;
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
  6. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
  7. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო;
  8. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო;
  9. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო;
  11. საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო;
  12. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო;
  13. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
  14. ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო;
  15. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, საქართველო.
კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები
  1. კობლენცის უნივერსიტეტი, გერმანია;
  2. IU გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანია;
  3. ბანდუნგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ინდონეზია;
  4. რაინისა და მაინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  5. გვადალახარის უნივერსიტეტი, მექსიკა;
  6. პადერბორნის უნივერსიტეტი, გერმანია;
  7. მაკგილის უნივერსიტეტი, კანადა;
  8. კალაბრიის უნივერსიტეტი, იტალია;
  9. ადელფის უნივერსიტეტი, აშშ;
  10. სამპოერნას უნივერსიტეტი, ინდონეზია;
  11. ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელარუსი;
  12. ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი, შვეიცარია;
  13. დანეშ ალბორზის უნივერსიტეტი, ირანი;
  14. დანანგის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვიეტნამი;
  15. ისპაჰანის უნივერსიტეტი, ირანი;
  16. იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტი, თურქეთი;
  17. დოკუზ ეილულის უნივერსიტეტი, თურქეთი;
  18. მეენაქშის უმაღლესი განათლებისა და კვლევის აკადემია, ინდოეთი;
  19. ავსტრალიის მიგრანტთა რესურსცენტრი, ავსტრალია;
  20. მოჰამედ V-ის უნივერსიტეტი, მაროკო;
  21. იბნ ტოფაილის უნივერსიტეტი, მაროკო;
  22. პრინც მოჰამედ ბინ ფაჰდის უნივერსიტეტი, საუდის არაბეთი;
  23. მინიოს უნივერსიტეტი, პორტუგალია;
  24. ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, გერმანია;
  25. ENEB — ბარსელონის ევროპული ბიზნეს სკოლა, ესპანეთი;
  26. მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTM), მალაიზია;
  27. შუაიბ დუკალის უნივერსიტეტი, მაროკო.
კონფერენციის პროგრამა
  1. ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, მმართველობა და პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი;
  2. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჭკვიანი ქალაქები და ფინანსური ინტელექტი;
  3. ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება, საცალო ვაჭრობა და მარკეტინგი;
  4. ელექტრონული კომერცია, პლატფორმები და ციფრული ბიზნესი;
  5. ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებასა და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფაში;
  6. ციფრული განათლება, უნარები და ინტერნაციონალიზაცია;
  7. აგენტური ხელოვნური ინტელექტი, გადაწყვეტილებების მიღების ინტელექტუალური სისტემები და ციფრული შესყიდვები;
  8. ციფრული ინოვაცია, ცოდნის ტრანსფერი და სარეკომენდაციო სისტემები;
  9. ციფრული სამუშაო გარემო, ლიდერობა, ეთიკა და საზოგადოება;
  10. ციფრული ჯანდაცვა, ნდობა და ხელოვნური ინტელექტი საზოგადოების სამსახურში.

კონფერენციას ესწრებოდნენ მკვლევრები, პრაქტიკოსები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/Video-ISPC-2026-.mp4

კვლევა

  • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
  • სამეცნიერო კონფერენციები
  • გრანტები
    • მოზიდული გრანტები
    • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
  • კვლევითი პროექტები
    • მიმდინარე
    • განხორციელებული
  • გამოცემები
  • კვლევითი ერთეულები
  • სამეცნიერო ჟურნალი
  • სადოქტორო კვლევები
    • სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრი
    • დოქტორანტების ნაშრომები
    • დოქტორანტის გზამკვლევი
  • კვლევის ეთიკა
    • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
    • კვლევის ეთიკის კომიტეტი
  • სიახლეები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021-2026 East European University