კახაბერ ლაზარაშვილი (პროფესორი)
მიმართულება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი
EEU-ს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე
კახაბერ ლაზარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი (FRSPH, UK), დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის და ჯანმრთელი უნივერსიტეტების ბრიტანული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი, გრინვიჩის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, UCL-ის განათლების ინსტიტუტის მეცნიერ – თანამშრომელი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) განათლების მდგრადობის ჯგუფის წევრი, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. Anglia Ruskin University-ის სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელთა მენტორი. ლონდონის არდენის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი (ჯანდაცვის მენეჯმენტი) და ხარისხის მართვის მოდულის ლიდერი, ბაკალავრისა და მაგისტრატურის სადისერტაციო/სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის მართვის ექსპერტი ხელმძღვანელი. West London College of Business and Management Sciences-ის პროგრამის ხელმძღვანელი, იგი ფლობს University of Oxford – ცოდნის მენეჯმენტის სერთიფიკატს, Queen Marry University of London -ის რეპროდუქციული მეცნიერების მაგისტრის და UCL – ლონდონის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების (ჯანდაცვის მიმართულებით) დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, ვორკშოპის, სემინარის მომხსენებელი და პროფესიული განვითარების პროგრამების მონაწილე. ევრაზიის საერთაშორისო პრემიის მფლობელი.
![]()


