24 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, სტუდენტებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ისტორიული ტაძრები, გაეცნენ კახეთის კულტურულ მემკვიდრეობას და დღე სასიამოვნო გარემოში, საინტერესო შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით გაატარეს.
გასვლითი ტური სტუდენტებისთვის კულტურული გამოცდილების გაზიარებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა იყო.














