აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი საგარეო პოლიტიკის საბჭო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და Coimbra Group-თან თანამშრომლობით თბილისში აცხადებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას იან კარსკის სახელობის პროგრამაზე 2023 წელს!
ინიციატივის მთავარი მიზანია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტის გათვალისწინებით.
პროგრამის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ამავდროულად, დაგეგმილია სამუშაო სემინარების ჩატარება საქართველოს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ქართველ ლიდერებს:
- სტუდენტებს,
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,
- ახალგაზრდა ჟურნალისტებს (18 იდან 25 წლამდე);
რეგისტრაციისათვის საჭიროა CV-ს და მოკლე სამოტივაციო წერილის (150-მდე სიტყვა) გაგზავნა ინგლისურ ენაზე პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: foreignpolicycouncil@aol.com 2023 წლის 10 აპრილამდე.
სასწავლო პროგრამა ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილიდან 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
ლექციები და სემინარები ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.