ქეთევან სირბილაძე (ასოცირებული პროფესორი)
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი;
მიმართულება: რადიოლოგია;
აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ექიმი-რადიოლოგი.
ქეთევან სირბილაძე არის აკად. ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმი-რადიოლოგი. იგი წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ გამოცდილებას. გასულ წლებში იკავებდა კომპიუტერულ ტომოგრაფზე მორიგე-ოპერატორის, არქივის ხელმძღვანელისა და სუპერვაიზერის პოზიციას. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას.
ქეთევან სირბილაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ნაშრომის, პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციების აქტიური მონაწილე და მომხსენებელი.