ქეთევან ხარატიანი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ფსიქოლოგია;
გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) რაოდენობრივი კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ქეთევან ხარტიანი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი, გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) რაოდენობრივი კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მას აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის „საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი. ის წლებია ეწევა პროფესიული საქმიანობას, გასულ წლებში იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მკვლევარი ანალიტიკოსი, საზოგადოებრივ პროცესთა კვლევის ცენტრის მკვლევარი.
ქეთევან ხარტიანი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ კვლევით პროექტში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და წიგნის თანაავტორი. ასევე, არის არაერთი სამეცნიერო კონფერენციასა და ვორკშოპის მონაწილე, აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში