ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი
ქეთევან ხარტიანი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი. იგი პასუხისმგებელია უნივერსიტეტში შიდა კვლევების, შრომისა და განათლების ბაზრის კვლევის თანმიმდევრულ და ეფექტიან განხორციელებაზე.
ქეთევან ხარატიანი არის გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) რაოდენობრივი კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მას აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის „საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი. ის წლებია ეწევა პროფესიული საქმიანობას, გასულ წლებში იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მკვლევარი ანალიტიკოსი, საზოგადოებრივ პროცესთა კვლევის ცენტრის მკვლევარი.