ხათუნა ნაჭყებია (ასისტენტ-პროფესორი)
ფსიქოლოგიის მაგისტრი;
მიმართულება: ფსიქოლოგია;
„გამოყენებითი კომპანია ეი არ სი“-ს (ARC) დამფუძნებელი პარტნიორი,
ხათუნა ნაჭყებია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი, „გამოყენებითი კომპანია ეი არ სი“-ს (ARC) დამფუძნებელი პარტნიორი, საქართველოს ინსტიტუციური განვითარების ცენტრის (GIDC) გამგეობის თავმჯდომარე. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) კვლევების ხელმძღვანელი, გადაცემა „ინტერVIEW“-ს პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის პროექტის ადგილობრივი ექსპერტი, სს „თბილგაზი“-ის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მკვლევარი ანალიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
ხათუნა ნაჭყებია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ პროექტსა და კვლევაში – კვლევის ხელმძღვანელის, მკვლევარი კონსულტანტის, პროექტის დირექტორისა და ადგილობრივი ექსპერტის სტატუსით. ასევე, არის მონაწილე არაერთი სამეცნიერო კონფერენციის, ვორკშოპისა და სემინარის.