
პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამის (The Lane Kirkland Scholarship Program) ფარგლებში, ცხადდება კონკურსი 2025-2026 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2025 KIRKLAND RESEARCH scholarships) 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
ორივე პროგრამის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://drive.google.com/drive/folders/1pm2k8FfPGlAbZLVJYsEDIuylYzRZwN6F
საკონტაქტო ინფორმაცია: patrycja.podraza@leadersofchange.pl