სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით, ასევე, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, 9 აგვისტოს, 10:30 საათზე გაიმართება სტუდენტური ონლაინ კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.
ონლაინ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა ხედვა და მომზადებული ნაშრომები შემდეგ თემებზე:
- პერსონალური მონაცემების დაცვა ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას;
- პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში – ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე;
- მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
- მედია საშუალებების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება Tik-Tok-ის მაგალითზე.
მომხსენებლებად წარმოდგენილნი იქნებიან კონკურსის შედეგად გამოვლენილი 15 საუკეთესო ესეს ავტორი.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პროექტში ჩართული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები,“ რომლებმაც სტუდენტებს ესეების მომზადების პროცესში აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია.
მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://us06web.zoom.us/j/85233954213?pwd=ZklIZy9URVFxeWoybXRlMm1nS0dFUT09&fbclid=IwAR3pT3imsZbtS4ZIqmlfp7jvn120iRFinLMGZD-G-0vnyYGCtTNgC30Of1Y#success
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/219964006713671/?ref=newsfeed