2024 წლის 16 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არქიტექტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის “კლაუზურას” შესახებ. კონკურსი „კლაუზურა“ ტარდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობის გუნდისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის მხარდაჭერით.
საინფორმაციო შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ EEU-ს პროფესორები: ბელა თინიკაშვილი, EEU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ბესარიონ ტატიშვილი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი-(IAA), EEU-ს მოწვეული პროფესორი.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 21 აპრილს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს.
კონკურსის თემა: არქიტექტურული ფანტაზია
- ,,ყვავილების სასახლე რიყეზე”
- ,,მდინარე ქალაქში”
- ,,საფეხმავლო ხიდი მტკვარზე”
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://docs.google.com/…/1lNpaXVWojkxEkd99lb7DcOBd…/edit