შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება:
- საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა;
- საუკეთესო სამშვიდობო იდეა;
- საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 აგვისტო
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: