აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით შეიცვალა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2020 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადებული ღია კონკურსის ვადები და განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
ბ) კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
გ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 02 თებერვალს.