კურსის შესახებ
ტრენინგების სერია: ,,სამეცნიერო-კვლევითი უნარები’’ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით გრძელდება; ტრენინგის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარების გაუმჯობესების მხარდაჭერა;
ტრენინგების სერიის მეორე ნაწილი დაეთმობა საგანმანათლებლო კურსს: ,,კვლევის მეთოდები’’, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის თემატიკა/პროგრამა
- თვისებრივი კვლევის დიზაინი: კვლევის მიზნები, კონცეპტუალური ჩარჩო
- თვისებრივი კვლევის დიზაინი: ლიტერატურის მიმოხილვა, საკვლევი შეკითხვები, მეთოდები და ვალიდურობა;
- კოდირება: პირველი და მეორე ციკლის კოდირების მეთოდები.
ტრენერი
სასწავლო პროცესის ფორმატი, განრიგი და რეგისტრაცია
- საკონტაქტო საათების რაოდენობა: 6 საათი;
- შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: ოთხი შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1,5 საათი.
შეხვედრების განრიგი:
- 18 მარტი, 19:00 საათი
- 25 მარტი, 19:00 საათი
- 01 აპრილი, 19:00 საათი
- 08 აპრილი, 19:00 საათი
სამიზნე ჯგუფი: EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ლოკაცია: პირისპირ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით.
სერტიფიკატი
ტრენინგების სერიის ფარგლებში თითოეული კურსის დახურვის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.