ლაშა ბაკურიძე (ასოცირებული პროფესორი) 
ფარმაციის დოქტორი;
მიმართულება: ფარმაცია;
ფარმაცევტული საწარმოს „ნეოფარმის“ გენერალური დირექტორი.
ლაშა ბაკურიძე არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე ფარმაცევტული საწარმო „ნეოფარმის“ გენერალური დირექტორი. აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიური საქმიანობას. იგი ფლობს მარსელის ხმელთაშუა ზღვის სამედიცინო უნივერსიტეტის კოსმეტოლოგიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის მაგისტრის და დოქტორის აკადემიურ ხარისხებს.
ლაშა ბაკურიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის ავტორი და თანაავტორი 52 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 სახელმძღვანელოს და სამეცნიერო გამოგონებაზე 3 პატენტის მფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20–მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში მომხსენებელის სტატუსით. 2020 წელს მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი – „ანტიბიოტიკების ალტერნატივა-ახალი ფიტობიოტიკი მეფრინველეობისათვის“, ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგრანტო პროექტში-’’სამკურნალო მცენარეების დამზადება საქართველოში შრომის ბაზრის განვითარების შანსია“. სხვადასხვა დროს წარმატებით გაიარა პროფესიული განვითარების ადგილობრივი და საერთაშორისო კურსები.