ლატვიის სახელმწიფო აცხადებს კონკურსს სასწავლო და საზაფხულო სკოლების სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სასტიპენდიო პროგრამები ითვალისწინებს:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026-2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
- ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
- ბაკალავრებისთვის – 500 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
- მაგისტრებისთვის – 600 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
- დოქტორანტებისთვის – 700 ევრო, ხანგრძლივობა – 11 თვე.
აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ, შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://scholarships.viaa.gov.lv/en/login


