აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 20 თებერვალს მართავს საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციას – „საზოგადოება, სამართალი და მმართველობა XXI საუკუნეში“.
კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი აკადემიური ნაშრომები, იმსჯელონ თანამედროვე საზოგადოებრივ, სამართლებრივ და მმართველობით გამოწვევებზე და ჩაერთონ ინტერდისციპლინურ აკადემიურ დისკუსიებში. კონფერენცია ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
მიმართულებები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- სამართალი;
- საჯარო მმართველობა;
- ფსიქოლოგია.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.;
ფორმატი: პირისპირ.


