იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
გამოცხადდა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.
საბჭოს წევრობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2025 წლის 06 ნოემბრიდან 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით
საბჭოს წევრების არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბრისა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის 2 სტუდენტი.


