აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიბლიოთეკისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ინიციატივით 2025 წლის 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ტრენინგი EEU-ს საბიბლიოთეკო სერვისების შესახებ.
ტრენინგის მიზანია, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და მხარდამჭერი სერვისები
- ელექტრონულ კატალოგში წიგნების მოძიების მექანიზმები და მათზე წვდომის შესაძლებლობები
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების ტექნიკები
შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაეთმობა საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას:
- წიგნადი ფონდის (ციფრული და ბეჭდური) დათვალიერება
- სერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის პრაქტიკულად შესწავლა
სპიკერი: გვანცა კობახიძე, EEU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
სამიზნე აუდიტორია: განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 03 ნოემბერი, 19:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401


