
ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული განათლების გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი ფონდი 2025-2026 სასწავლო წლისთვის ქართველ სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:
- 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა – პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია სწავლის დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია 560 ევროს ოდენობით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 13 მაისი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/
- ლიეტუვური ენის მოკლევადიანი (1 ან 2 სემესტრი) პროგრამა – პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია სწავლის დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია 910 ევროს ოდენობით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 მაისი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/
- ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო 1-თვიანი კურსები – პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია კურსის დაფინანსება და სტიპენდია 910 ევროს ოდენობით. კურსების ვადები და დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://studyin.lt/learn-lithuanian/