flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სამართლი

 

ორმაგი დიპლომი – მიიღე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ტუშას უნივერსიტეტის (იტალია)  უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხები

ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ზვიად როგავა

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ი: პროფესორი ზვიად როგავა

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი/Master of Law

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

სწავლის საფასური:  2500 ლარი (ერთი წელი)

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის უპირატესობები:
თუ გადაწყვეტთ, მიიღოთ ორმაგი - ქართული და იტალიური დიპლომი, მაშინ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ტუშას უნივერსიტეტთან (UNITUS) თანამშრომლობით გთავაზობთ გაეცნოთ დეტალებს:
სტუდენტური სერვისები:
პროგრამის უპირატესობები:
  • ორმაგი ხარისხი სამართლის და უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით; 
  • იურიდიულ სფეროში აღიარებული  აკადემიური პერსონალი, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ლექტორები (იხ. ბმულზე) და ევროპის საუკეთესო პროფესორების ჩართულობა სასწავლო პროცესში;
  •  სტუდენტზე ორიენტირებული თანამედროვე სტანდარტების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა;
  • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების ცოდნა;
  • სწავლა იტალიის წამყვან უნივერსიტეტში და იტალიაში სწავლის დაფინანსებისთვის სასწავლო სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა;
  • მიღებული ცოდნის გამოყენება, დასაქმების რეალური შესაძლებლობა, სტაჟირება და პრაქტიკა პარტნიორ დაწესებულებებში (უზენაესი სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ცესკო, ბი–ელ–სი, სამართლის სახლი და ა.შ. ); EEU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია!
  • საერთაშორისო ორგანიზაციების – EUA (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია), ELFA (ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია), EPLO (ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია) დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აკადემიის (Advance He) წევრობა და შედეგად უნიკალური შესაძლებლებლობა საზაფხულო სკოლებში,  იურიდიულ საგანმანათლებლო და ტრენინგ პროცესებში, ერთობლივ პროექტებსა   და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობისთვის;
  • საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში საუნივერსიტეტო სტიპენდიით მონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან:  Université de Paris  I -Panthéon-sorbonne  (France), Universidad de Castilla-La Mancha (Spain), Queen’s University of Belfast (United Kingdom), Erasmus University Rotterdam (The Netherlands), Technische Universität Dresden (Germany), Università di Roma “La Sapienza” (Italy)   და European Public Law Organization –  EPLO  წევრ ყველა უნივერსიტეტთან.
  • გაცვლითი პროგრამები –    ტუშას უნივერსიტეტი, ლოძის უნივერსიტეტი, დელავერის სამართლის სკოლა,ვიდენერის უნივერსიტეტი, ბალტიის საერთაშორისო აკადემია,  ტურიბას უნივერსიტეტი და სხვა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/universities/ 

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება უცხო ენაში და სპეციალობაში
  • სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 100
თუ გადაწყვეტთ, მიიღოთ ორმაგი - ქართული და იტალიური დიპლომი, მაშინ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ტუშას უნივერსიტეტთან (UNITUS) თანამშრომლობით გთავაზობთ გაეცნოთ დეტალებს:

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ტუშას უნივერსიტეტთან (UNITUS) თანამშრომლობით გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული მიიღებს ორ – ქართულ და იტალიურ დიპლომს. 

ტუშას უნივერსიტეტი იტალიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1979  წელს დაარსდა. უნივერსიტეტი დღეს აერთიანებს 40–ზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას. 10 000-მდე სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესს უძღვება 1800 ადამიანისაგან შემდგარი მაღალკვალიფიციურ აკადემიური პერსონალი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისას გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში; პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი და ტუშას უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი.

სასწავლო პროცესი: 

  • პირველი სასწავლო წელი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საქართველო), მეორე სასწავლო წელი – ტუშას უნივერსიტეტში (იტალია);
  • სასწავლო პროგრამა მოიცავს საქართველოში საგნებს საჯარო სამართლის, კერძო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით და იტალიაში – უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
  • სწავლების ენა: საქართველოში –  ქართული, იტალიაში – ინგლისური;
სტუდენტური სერვისები:
  • ხარისხის უზრუნველყოფის წარმატებული სისტემა: ხარისხის უზრუნველყოფა EEU-ს ყოველდღიური საქმიანობა და ყველა დაინტერესებული მხარის პასუხისმგებლობაა; სტუდენტების მართვის პროცესებში მაღალი ჩართულობა (სტუდენტური თვითმმართველობა, ფაკულტეტებისა და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრობა და ა.შ.)
  • საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების თანამედროვე ელექტრონული სერვისები: უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, დაფები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრები, Microsoft Teams-ის ლიცენზირებული პროგრამა, EEU-EL, სტუდენტთა მობილური აპლიკაციები, SMS-პანელი, ინტერაქტიული SMART დაფები და ა.შ.
  • კარიერული მხარდაჭერისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სერვისები: დასაქმება და სტაჟირება უნივერსიტეტის პარტნიორ 300-ზე მეტ ორგანიზაციაში, შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირების სერვისი; ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები, ვორკშოპები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
  • ფინანსური მხარდაჭერის სერვისები: საუნივერსიტეტო სტიპენდია – 4800 ლარი, სპორტულ-კულტურული და კვლევითი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი – 5000 ლარი, ერთჯერადი ჯილდო, წარჩინებულ სკოლადამთავრებულთა სასწავლო გრანტი, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა;
  • სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები: უფასო სამედიცინო დაზღვევა და ფსიქოლოგიურ მომსახურება/კონსულტაცია;
  • საინტერესო სტუდენტური ცხოვრება: სტუდენტური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კლუბები, სტუდენტური ორგანიზაციები;
  • სტუდენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისები: სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი
  • ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მიმართული სერვისები: სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL)
  • დეტალური ინფორმაცია სხვა მრავალფეროვანი სტუდენტური სერვისების შესახებ იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/services/ 
მიღება/გაიარეთ რეგისტრაცია: მიღება/გაიარეთ რეგისტრაცია:

ადამიანური რესურსების მართვა
აგრობიზნესის მენეჯმენტი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University