გაცვლითი პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტში!
გამოცხადდა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წელს გაცვლითი პროგრამებზე (გაზაფხულის სემესტრი-24.02.2020 – 30.06.2020) EEU-ს პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ გაცვლით პროგრამაში, გაატაროთ ერთი სემესტრი პოლონეთში, EEU-ს პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
▶ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი პოლონეთში 12 ფაკულტეტითა და 32 000-ზე მეტი სტუდენტით. ლოძის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 6 პოლონური უნივერსიტეტიდან, რომელიც მოხვდა QS უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში. დამატებითი ინფორმაცია ლოძის უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://iso.uni.lodz.pl/
✔გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
🔻აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ლოძის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში EEU სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრი ისწავლონ პოლონეთში საუნივერსიტეტო დაფინანსებით. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში სტუდენტმა უნდა აირჩიოს მინიმუმ 24 კრედიტი. შეთავაზებული არჩევითი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://iso.uni.lodz.pl/erasmus/programmes/
🔻გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მიერ გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს (საერთო საცხოვრებელი თვეში 70-100 EUR, კვება და სახარჯო ფული თვეში 200-250 EUR).
🔻გაცვლით პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნოთ რეზუმე (CV) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge. n.tatiashvili@eeu.edu.ge
🔻გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ EEU სტუდენტები, რომლებიც 2 დეკემბრამდე დარეგისტრირდებიან და წარმატებით ჩააბარებენ ინგლისური ენის ტესტს (B2 დონე). ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 3 დეკემბერს.
🔻 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურს.
საკონტაქტო ინფორმაცია: