19 თებერვალს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და EEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. საქველმოქმედო პროექტში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა EEU LOYAL BOX-ში შემოწირულობის სახით თავიანთი წვლილი შეიტანეს და სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საჩუქრები.
„გავიღოთ სიკეთე ჩვენი მომავალი თაობისთვის!“