ეკა ლუაშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: საჯარო სამართალი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე
ეკა ლუაშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, არის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. ასევე, შეფასებისა და განვითარების ინსტიტუტის (ADI) დამფუძნებელი, განათლებისა და ISO ექსპერტი.
მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა – სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, მოწვეული ექსპერტი ხარისხისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში, იურისტი და ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვის მოწვეული ექსპერტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ასევე, იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტი. ზოგადი, განთლებისა და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედი ექსპერტი.
ეკა ლუაშვილი არის ტრენერი, არაერთი კონფერენციის, პროექტისა და სემინარის მონაწილე, ასევე, სამეცნიერო მოხსენებებისა და პუბლიკაციების ავტორი.