აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლს მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის.
22 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება პირველი საჯარო ლექცია თემაზე: ,,კრეატიული უპირატესობა თანამედროვე ბიზნესში”.
საჯარო ლექციის თემატიკა:
- ცოდნის გაგება თანამედროვე ეპოქაში;
- ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფორმირების შესაძლებლობები (ორგანიზაციული, დარგობრივი და პიროვნული უპირატესობის მოპოვებისა და მართვის ხელოვნება).
სპიკერი: თემურ მაისურაძე – EEU-ს პროფესორი და ,,მრავალფუნქციური ლაბორატორია-ჭკვიანი აუდიტორია” ცენტრის ხელმძღვანელი, არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი;
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 22 აპრილი, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8