მარინე ჭავჭანიძე (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: ფსიქოლოგია;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი.
მარინე ჭავჭანიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ფსოქორეაბილიტაციის განყოფილების ფსიქოლოგი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება, გასულ წლებში იყო სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების მთავარი ფსიქოლოგი, ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფსიქოლოგი.
მარინე ჭავჭანიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ნაშრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი, სამეცნიერო კონფერენციებისა და ვორკშოპების მონაწილე და მომხსენებელი. ჩართულია სხვადასხვა პროგრამებში და პროექტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების ტრენინგი და სემინარი.