16 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და McDonald’s საქართველოს ერთობლივი ინიციატივით, უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა „კარიერული შესაძლებლობები McDonald’s-ში“ გაიმართა.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობისა და ორგანიზაციული კულტურის გაცნობა, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.
შეხვედრის ფარგლებში McDonald’s საქართველოს რეკრუტინგის კოორდინატორმა და ადმინისტრაციულმა ასისტენტმა სტუდენტებს კომპანიის საქმიანობა, დასაქმების შესაძლებლობები და კარიერული განვითარების ეტაპები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისთვის საინტერესო პოზიციებსა და პროფესიული ზრდის პერსპექტივებს.
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე EEU-ს სტუდენტი, რომელიც McDonald’s საქართველოშია დასაქმებული. მან სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და კომპანიის სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ და მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.












