აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით 20 თებერვალს, 19:00 საათზე, დისტანციურად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა: ,,ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამა ტუშას უნივერსიტეტთან Erasmus + დაფინანსებით”.
ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ინფორმირება იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტთან ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის შესახებ.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ორმაგი დიპლომი, ქართული და იტალიური: ათი თვე ტუშას უნივერსიტეტში Erasmus + სრული დაფინანსებით;
- სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- საკონკურსო დოკუმენტაცია.
სპიკერი: თეა იმედაძე, ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში (EEU).
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 20.02.2024, 19:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, Zoom
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების ბმული:
https://zoom.us/j/91838941634?pwd=amRvMUZTWnZkbkxSRXFzRCsvS0FEUT09
Meeting ID: 918 3894 1634
Passcode: 687509