ღია კარის დღეების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის ახორციელებს კამპანიას: “Meet Your Future Professor”.
„შეხვდი შენს მომავალ პროფესორს“– კამპანია სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ პროფესიონალებს, გაზარდონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების გააზრების უნარი.
შეხვედრა გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან:
- ნანა გოგიჩაშვილი – ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი
- დავით წულაია – სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- ბაქარ მაცაბერიძე – EEU-ს ასისტენტ-პროფესორი
- ანა გეგეშიძე – ინტერიერის დიზაინერი, მოწვეული ლექტორი
- ირაკლი ხვთისიაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი
განხორციელების განრიგი: 24 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ი. ენუქიძის ქ.6)
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.


