2023 წლის 13 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და სამართლის მეცნიერთა კავშირის თავჯდომარემ, ზურაბ ჭყონიამ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ:
- განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, კონფერენციები და სემინარები სამართლის აქტუალურ საკითხებზე;
- ხელი შეუწყონ აკადემიური პერსონალისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა თეორიული, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
სამართლის მეცნიერთა კავშირის, როგორც ორგანიზაციის მიზანია:
- საქართველოში სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;
- სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია და სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა.