
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და მასარიკის უნივერსიტეტის უნივერსიტეტს (ჩეხეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
შეთახმება ითვალისწინებს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თანამშრომლობის გაღრმავებას შემდეგი მიმართულებით:
- ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება;
- თითოეული მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
- აკადემიური პერსონალის მობილობა სასწავლო პროცესის დონის ამაღლებისა და აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში;
- ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელება.
მასარიკის უნივერსიტეტი 1919 წელს დაარსდა და ამჟამად 8 ფაკულტეტითაა წარმოდგენილი. უნივერსიტეტი სტუდენტებს 400 საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.muni.cz/en