თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში (https://tbilisi.gov.ge/home) პირველი თებერვლიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
რეგისტრაციის ვადები და პირობები
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, შარტავას ქ. N7. სტუდენტებს განცხადებების შეტანა შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1 მაისი 2023 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tbilisi.gov.ge/news/11959
საკონტაქტო პირი: (+995 32) 2 378455